This is what I like
Friday, December 23, 2011
როგორ გიჭირავთ წიგნი კითხვისას.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ბუნება თითოეულ მის ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ვლინდება. თურმე, იმისდა მიხედვით, თუ კითხვისას როგორ ზიხარ, შენი ხასიათის თავისებურებები ჩანს. ახლა კი მოგახსენებთ კონკრეტულად წიგნის კითხვის შესახებ:
კითხვისას წიგნი ხელებით გიჭირავს
ყოველდღიურ ცხოვრებაში ცივი, გულგრილი და აუღელვებელი ხარ. შეგიძლია ყველგან და ყოველთვის აკონტროლო და მართო შენი ემოციები. “რკინის ნიღბის” მიღმა იფარება შენი მისწრაფება – წინასწარ დაიცვა თავი გარშემო მყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან. ეს კი ნამდვილად ზედმეტია. ცოტა მოეშვი, განიტვირთე, მიიხედ-მოიხედე და დარწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია.
კითხვის დროს თავი ხელზე გაქვს დაყრდნობილი
სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის იშვიათი უნარით ხარ დაჯილდოებული. ძნელად თუ აგაღელვებს რამე. შენს ახლობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა შენში ენთუზიაზმის ნაპერწკალი გააღვივონ. ერთნაირი ხარ ყველგან – სახლში, სამსახურში, მეგობრებთან.
მუდმივი სიმშვიდე – ნირვანა – ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავი რამაა, მაგრამ ცოტაოდენი ცეცხლიც და… ნამდვილად არ ინანებ.
კითხვის დროს ხელები მუხლებზე გიწყვია
ემოციათა ზღვა – ეს შენი სტიქიაა. თუმცა, ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ხარ. მუდმივად გეშინია, რომ თავს ვერ გააკონტროლებ და ისეთ რამეს ჩაიდენ, რაც შენს გულსა და გონებას ეწინააღმდეგება. რატომ აკრიტიკებ გამუდმებით თავს? ხანდახან მართლაც შეიძლება “აფრების აშვება”.
წამოწოლილი კითხულობ
ბავშვური გულუბრყვილობა შენი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოა. ყოველთვის გაინტერესებს, რა ხდება შენ ირგვლივ. ხშირად გადასახლდები ხოლმე იმ წიგნის სამყაროში, რომელსაც კითხულობ. ეს ნამდვილად კარგად გამოგდის.
ის კი არა და, ხშირად წაკითხულის მიხედვით ცხოვრობ. უნდა დაიმახსოვრო, რომ ზომიერების გრძნობა საუკეთესო რამაა. წიგნიერი გამონაგონი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოგადგება. გაფრთხილდი: ცაში აფრენილი, მოულოდნელად მიწაზე არ დაენარცხო.
კითხვის დროს ფეხები სკამზე გაქვს შემოწყობილი
წიგნის კითხვის შენეულ მანერაში არის რაღაც არისტოკრატიული. თითქოს შენი სურვილით კი არ კითხულობ, წიგნები თვითონ “გთხოვენ” წაკითხვას და შენც, მათ დროსა და ყურადღებას იძულებით უთმობ. რა საჭიროა ასეთი ქედმაღლობა? წიგნებში ბევრ ისეთ რამეს იპოვი, რაზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს.
სახეზე ხელებშემოჭდობილი კითხულობ
მგრძნობიარე, ნერვიული და მერყევი პიროვნება ხარ. დაძაბული კითხულობ და ცდილობ, სწორად გაიგო და ჩაწვდე წაკითხულს, დაიმახსოვრო იგი. იმიტომ ხომ არ შემოიჭდე სახეზე ხელები, რომ სულ პაწაწინა საინტერესო აზრიც კი არ გაგისხლტეს?
კიდევ კარგი სხვა საშუალებებიც არსებობს ადამიანის ხასიათის ამოცნობის თორემ დავიღუპებოდით:D
სანტა ადამიანებმა მოიგონეს.
მალე ახალი წელი მოვა და ყველა რაღცას ველოდებით :D ვიცით რომ არანაირი სანტა არ არსებებოს და საჩუქრებსაც ერთმანეთს ვჩუქნით, თოვლის ბაბუა ადამიანებმა მოიგონეს. მაგრამ სანტას ისტორიასაც , ისევე როგორც ყველა ლეგენდას რეალური ამბავი უდევს საფუძვლად.
სიტყვა
სანტა-სლაუსი (ინგლ. Santa Claus) ანუ წმინდა ნიკოლასი , წარმოიშვა წმ. ნიკოლოზის ჰოლანდიური
ტრანსკრიპციისაგან. წმინდა ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული
წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში. იგი იყო მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსი. ნიკოლოზს.
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიურ სამყაროში 6 დეკემბერია, ხოლო
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში - 19 დეკემბერი.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და
მოწყალებით გამოირჩოდა. ცნობილია ერთი
ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. რომელშიც მოთხრობილია თუ როგორ გაამზითვა
წმინდა ნიკოლოზმა ღატაკი კაცის
სამი ქალიშვილი. იმხანად წმიდა ნიკოლოზი
ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს,
რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, -
განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები უფალს დახმარებას შესთხოვდნენ. უფალმ მათ წმინდა ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მათ სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო
მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი
ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.
სწორედ
ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება
დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ
ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ - სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის
მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ,
რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს
და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა
ნიკოლაუსისა გერმანიაში - VI საუკუნიდან, რომში კი - VIII საუკუნიდან
დამკვიდრდა. ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან
იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში
წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი
მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია
გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა.თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით,
პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა
პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა - დღეს იგი უკვე
მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი
საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე.
მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად.
დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი,
შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა“ სრულიად სხვაგვარად იყო
შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ
მოორეს ლექსში „საშობაო პაპის სტუმრობა“.
თანამედროვე
ცნობიერებაში
სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა nikolozs
Wednesday, December 14, 2011
Mako presents waaaaaaaalt disneeeeey !!!

ვოლტ დისნეის წინაპრები ირლანდიელები იყვნენ.
იგი
დაიბადა ჩიკაგოში.
მისი ოჯახი ხშირად იცლიდა საცხოვრებელ ადგილს.
1911 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ კანზასის შტატში. იქ სკოლაში
უოლტმა
გაიცნო
უოლტ
პფაიფერი.
ისინი
ერთად
დგამდნენ სასკოლო სპექტაკლებს. პრაიფერების ოჯახი დაახლებული იყო თეატრალურ საზოგადოებასთან. სწორედ მათ გააცნეს უოლტი კინოფილმებს. უოლტი ხშირად სტუმრობდა მათ.
16 წლისამ
სკოლა
მიატოვა და ჯარში გადაწყვიტა წასვლა, თუმცა უოლტი არ აიყვანეს, რადგანა პატარა იყო. უოლტმა და მისმა მეგობრებმა
"წითელ
ჯვარში"
დაიწყეს მუშაობა.
იმისათვის რომ "წითელ ჯვარში" ჩაერიცხათ უოლტის დედამ შეცვალა დაბადების მოწმობა, რომელშიც ჩაწერა, რომ უოლტი 1900 წელს დაიბადა. ამრიგად, უოლტი 17 წლისად ითვლებოდა და "წითელმა ჯვარმა" იგი საფრანგეთში გააგზავნა ერთი წლით. მთელი წლის განმავლობაში იგი მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყვარელ საქმიანობასაც ეწეოდა - ხატავდა სასაცილო პერსონაჟების მანქანებზე.

ლოს ანჯელესში ჩასულ დისნეის სულ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი ჰქონდა ჯიბეში. თავდაპირველად მას სურდა ფილმების რეჟისორი ყოფილიყო. მაგრამ წარუმატებელი მცდელობების შემდეგ იგი ანიმაციას დაუბრუნდა. პირველი სტუდია მან ბიძამისის ფარდულში მოაწყო. დაუსრულებელი ფილმი გაგზავნა ნიუ იორკელ მარგარეტ უინკლერსთნ. პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების
" ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გადაღება. პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა.დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში, 1925 წელს დისნეიმ სტუდიაში მოიყვანა ლილიან ბაუნდსი, რომელსაც ფერი უნდა ჩაესხა ნახატებში. დისნეის შეუყვარდა იგი და ისინი დაქორწინდნენ. ლილიანი მოგვიანებით მდივნის როლსაც ასრულებდა უოლტის სტუდიაში. ლილის, დისნეის მეუღლის პირველი ფეხმძიმობა მუცლის მოშლით დასრულდა. მეორედ კი მათ ეყოლათ გოგონა, დაიან მერი დისნეი (18 დეკემბერი, 1933). რამდენიმე წლის შემდეგ მათ აიყვანეს მეორე ბავშვი, შერონ მეი.
1927 წლისთვის როცა დასრულდა ალისაზე მუშაობა გაჩნდედნ "კატა ჯულიუსი"და "მხიარული კურღელი ოსვალდი" ამ უკანასკნელ პერსონაჟთან
დაკავშირებით დიდი სკანდალი ატყდა. დისნეიმ საავტორო უფლება ამ პერსონაჟზე მხოლოდ 2006 წელს დაიბრუნა. თუმცა ოსვალდის დაკარგვამ დისნეი აიძულა ახალ პერსონაჟი მოეფიქრებინდა . ასე დაიბდა მიკი მაუსი.

მიკი მაუსის სერიების პარალელურად, მუშაობდა სერიალზე სულელური სიმფონიები. მაგრამ კიდევ უფრო დიდი წარმატება დისნემ მოიპოვა 1933 წლის სამი გოჭით. მასში ასევე შეტანილი იყო სიმღერა, რომელსაც ხალხი უწოდებდა დიდი დეპრესიის წამალს, ვის ეშინია დიდი ცუდი მგლის.
1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური ოსკარი. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები - დონალდი, გუფი
და პლუტო. უკანასკნელ ორს უკვე ჰქონდა სოლო-დებიუტი, თუმცა დონალდი, რომელიც პირველად მიკისთან ერთად გამოჩნდა 1934 წლის ფილმში ობლების დასახმარებლად (და არა ბენდის კონცერტი, როგორც ამას ბევრი წყარო ამტკიცებს), იქცა დისნეის პოპულარობით მეორე ანიმაციურ პერსონაჟად.

1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. საზოგადოებამ დისნეის ამ ინიციატივას მხოლოდ ”დისნეის კაპრიზი” უწოდა.უოლტს სთხოვდნენ პროექტის შეჩერებას, მაგრამ იგი კვლავ ჯიუტად ფიქრობდა მომავალ ფილმზე. უოლტმა მანამდე არნახული ნაბიჯიც გადადგა - შუინარის სამხატვრო უნივერსიტეტის პროფესორი, დონ გრეჰემი იქირავა, რათა მას სტუდიაში ტრენინგები ჩაეტარებინა. ”სულელური სიმფონიების” ახალი სერიები მან გამოიყენა რეალისტური ანიმაციის, სპეციალური ეფექტების და მრავალხედიანი კამერის ექსპერიმენტებისათვის. ეს ტრენინგები სტუდიის ნამუშევრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. ვოლტ დისნეიმ იცოდა რა აკლდა მის ნამუშევრებს.


შემდეგი ფილმები იყო პინოქიო, ფანტაზია და ბემბი. პარალელურად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებიც იქმნებოდა - მიკი მაუსი, დონალდ დაკი, გუფი და პლუტო. პინოქიო და ფანტაზია გამოვიდა 1940 წელს, მაგრამ ორივე კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა
1940-იანი წლების მიწურულს სტუდია უკვე ამოძვრა ფინანსური პრობლემებიდან და ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმებიც გადაიღო - ალისა საოცრებათა ქვეყანაში და პიტერ პენი. ორივე უკვე დაგეგმილი პროექტი იყო, მაგრამ ომის პერიოდში მათზე მუშაობა შეჩერებული იყო.
შემდეგი ფილმი იყო კონკია, რომელიც, დისნეის გასაკვირად, მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა, ”ფიფქიას” შემდეგ.
1949 წელს დისნეიმ შეიძლება ითქვას პირველი დისნეილენდი საკუთარ ეზოში მოაწყო . უოლტმა
დაიწყო თავისი უკანა ეზოსთვის მინიატურული რკინიგზის მშენებლობა. მინიატურულ ლოკომოტივს ეწოდა ლილი ბელი, უოლტის მეუღლის პატივსაცემად.
უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. საქმეში ისევ სურდათ ამერიკის ბანკის ჩართვა და დისნეიმ, ჰერბერტ რაიმანის დახმარებით შექმნა პარკის ზედხედი.
ჰერბერტს მან ასე მიმართა: ”ჰერბი, მე უბრალოდ მსურს
რომ ეს პარკი
ისე გამოიყურებოდეს, როგორც
სხვა არაფერი გამოიყურება ამ მსოფლიოში. და მას უნდა
უვლიდეს ირგვლივ მატარებელი”.
დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს და წარმატებამაც არ დააყოვნა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ჯადოსნური პარკის სანახავად, რომელშიც ცოცხლდებოდნენ მისი პერსონაჟები და სხვადასხვა ფილმები.
1955 წლის შემდეგ ტელეშოუს, რომელიც ეძღვნებოდა დისნეილენდს, ეწოდა უოლტ დისნეი წარმოგიდგენთ.პარალელურად სხვა პროცესებიც მიმდინარეობდა.1955 წელს ეთერში გავიდა ყოველდღიური შოუ მიკი მაუსის კლუბი, რომელიც 1990-იან წლების ჩათვლით გადიოდა. დისნეის სტუდიას კვლავ ეწვია წარმატება, ანიმაციური ფილმების ლედი და მაწანწალა (1955),
ას ერთი დალმატინელი (1961),მძინარე მზეთუნახავი (1959) და ხმალი ქვაში (1963) დახმარებით.
1960-იანი წლების დასაწყისში დისნეის იმპერიას დიდი
წარმატება ხვდა წილად უოლტ დისნეის კომპანია იქცა ერთპიროვნულ ლიდერად გასართობ ინდუსტრიაში. ამჟამად, უოლტ დისნეის ანიმაციური/კინო სტუდიები და პარკები იქცნენ რამდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ტელე, კინო სტუდიებად, გასართობ ცენტრებად და მედია-კორპორაციებად. უოლტ დისნეის კომპანია დღეს ფლობს ხუთ დასასვენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 2 წყლის პარკს, 39 სასტუმროს, 8 კინოსტუდიას, 6 ხმისჩამწერ ლეიბლს, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდ სატელევიზიო ქსელს. 2007 წლისათვის მას აქვს რეგულარული შემოსავალი, წლიური 35 მილიარდი აშშ დოლარის სახით.

მისი კრემაცია ჩატარდა იმავე წლის 17 დეკემბერს. მისი ფერფლი განისვენებს გლენდეილში განლაგებულ პარკში (კალიფორნია). როი დისნეიმ განაგრძო ფლორიდის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ეწოდა Walt Disney World Resort. პარკის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას დისნეის მეუღლე ლილიანც იღებდა.
უკანასკნელი ფილმები, რომლებზეც მუშაობდა დისნეი, იყო ჯუნგლების წიგნი და უბედნიერესი მილიონერი (1967).
უკანასკნელ წლებში დისნეი ასევე უთმობდა დროს კალიფორნიის სამხატვრო ინსტიტუტის დაფინანსებას. იგი ჩამოყალიბდა 1961 წელს და მიზნად ისახავდა ანიმატორების ტრენინგს. დისნეის გარდაცვალების შემდეგ მისი ფინანსების 1/4 გადარიცხული იქნა ამ უნივერსიტეტის ანგარიშზე. ამით შესაძლებელი იქნა ინსტიტუტის ტერიტორიის გაფართოვება. თავის ანდერძში დისნეიმ აგრეთვე ითხოვა რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის შექმნაც.
Subscribe to:
Posts (Atom)