Wednesday, December 14, 2011

Mako presents waaaaaaaalt disneeeeey !!!


  უოლტერ ელიას დისნეი  (Walter Elias Disney;  5 დეკემბერი, 1901, ჩიკაგო. 15 დეკემბერი, 1966, ბერბანკი) — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. (26 ოსკარის  და 7 ემის ჯილდო).  ადამიანი რომელის გარეშეც ჩვენ არ გვეყოლებიდა მიკი მაუსი და ფიფქია. ცოტა რამეს მოგიყვებით მის შესახებ და გაგახსენებთ იმ პერსონაჟებს რომლებიც მე  ძალიან მიყვარს:)

    ვოლტ დისნეის  წინაპრები ირლანდიელები იყვნენ. იგი დაიბადა ჩიკაგოში.    მისი ოჯახი ხშირად იცლიდა საცხოვრებელ ადგილს
      1911 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ კანზასის შტატში. იქ სკოლაში უოლტმა   გაიცნო  უოლტ    პფაიფერი.  ისინი   ერთად დგამდნენ სასკოლო სპექტაკლებს. პრაიფერების ოჯახი დაახლებული იყო თეატრალურ საზოგადოებასთან. სწორედ მათ გააცნეს უოლტი კინოფილმებს. უოლტი ხშირად სტუმრობდა მათ.


  16 წლისამ     სკოლა მიატოვა და ჯარში გადაწყვიტა წასვლა, თუმცა უოლტი არ აიყვანეს, რადგანა პატარა იყო.   უოლტმა და მისმა მეგობრებმა "წითელ ჯვარში" დაიწყეს მუშაობა.

      იმისათვის რომ "წითელ ჯვარში" ჩაერიცხათ უოლტის დედამ  შეცვალა დაბადების მოწმობა,   რომელშიც ჩაწერა, რომ უოლტი 1900 წელს დაიბადა. ამრიგად,  უოლტი 17 წლისად  ითვლებოდა და "წითელმა ჯვარმა" იგი საფრანგეთში გააგზავნა ერთი წლით. მთელი წლის განმავლობაში იგი  მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყვარელ საქმიანობასაც ეწეოდა - ხატავდა სასაცილო პერსონაჟების მანქანებზე.

 ამის შემდეგ უოლტი კანზასში დაბრუნდა, სადაც მისი როგორც მხატვრის კარიერა დაიწყო. მან  თავისი ძმის დახმერებით  სამუშაო იშოვა  პესმენ-რუბინის სამხატვრო სტუდიაში. იქ უოლტი ხატავდა რეკლამებს გაზეთებისათვის, ჟურნალებისათვის და კინოთეატრებისათვის. აქვე გაიცნო კარიკატურისტი იუბ აივერკსი.მოგვიანებით მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს. დისნეიმ და აივერკსიმ 1920 წლის იანვარში ჩამოაყალიბეს  კერძო კომპანია "აივერკსი-დისნეი  - კომერციული მხატვრები" . სამწუხაროდ, გამოუცდელი წყვილი არავის აინტერესებდა.
     ლოს ანჯელესში ჩასულ დისნეის სულ 40 დოლარი  და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი  ჰქონდა ჯიბეში.  თავდაპირველად მას სურდა ფილმების  რეჟისორი  ყოფილიყო. მაგრამ წარუმატებელი მცდელობების ემდეგ  იგი ანიმაციას დაუბრუნდა. პირველი სტუდია მან ბიძამისის ფარდულში მოაწყო.  დაუსრულებელი ფილმი გაგზავნა ნიუ იორკელ მარგარეტ უინკლერსთნ. პროექტით დაინტერესდნენ  და დისნეიმ  დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების
" ალისა საოცრებათა ქვეყანაში"  გადაღება. პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა.დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში, 1925 წელს დისნეიმ სტუდიაში მოიყვანა ლილიან ბაუნდსი, რომელსაც ფერი უნდა ჩაესხა ნახატებში.  დისნეის შეუყვარდა იგი და ისინი დაქორწინდნენ. ლილიანი მოგვიანებით მდივნის როლსაც ასრულებდა უოლტის სტუდიაში. ლილის, დისნეის მეუღლის პირველი ფეხმძიმობა მუცლის მოშლით დასრულდა. მეორედ კი მათ ეყოლათ გოგონა, დაიან მერი დისნეი (18 დეკემბერი, 1933). რამდენიმე წლის შემდეგ მათ აიყვანეს მეორე ბავშვი, შერონ მეი.

        1927 წლისთვის როცა დასრულდა ალისაზე მუშაობა   გაჩნდედნ  "კატა ჯულიუსი"და "მხიარული კურღელი ოსვალდი" ამ უკანასკნელ პერსონაჟთან 
დაკავშირებით დიდი სკანდალი ატყდა.   დისნეიმ საავტორო უფლება ამ პერსონაჟზე მხოლოდ 2006 წელს დაიბრუნა. თუმცა ოსვალდის დაკარგვამ დისნეი აიძულა ახალ პერსონაჟი მოეფიქრებინდა . ასე დაიბდა მიკი მაუსი.
აღსანიშნავია რომ მიკის პერსონაჯი პირველად გამოჩნდა ფილმში "ალისა საოცრებათ ქვეყანაში" დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ დინეიმ ეს პერსონაჯი გზაში   მოფიქრა . უცნობია თუ ვინ დახატა პირველად  მიკი მაუსი. უოლტ დისნეი მიკი მაუსს 1928–46 წლებში ახმოვანებდა. მის შემდეგ  კი ხმის ეფექტების სპეციალისტი ჯეიმს მაკდონალდი. ამჟამად მიკის  უეინ ოლუინი ახმოვანებს.  მიკის პირველი ანიმაციური ფილმი იყო შეშლილი თვითმფრინავი, ეს იყო მუნჯი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი.  მესამე ფილმი, გემი უილი უკვე გახმოვანებული იყო დისნეის სტუდიის მიერ. იგი აგრეთვე აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში, გამოსახულება შეერწყა მუსიკის რითმს. 1932  წლიდან მიკი მაუსი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია.
         მიკი მაუსის სერიების პარალელურად, მუშაობდა სერიალზე სულელური სიმფონიები.  მაგრამ კიდევ უფრო დიდი წარმატება დისნემ მოიპოვა 1933 წლის სამი გოჭით. მასში ასევე შეტანილი იყო სიმღერა, რომელსაც ხალხი უწოდებდა დიდი დეპრესიის წამალს, ვის ეშინია დიდი ცუდი მგლის.
1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური ოსკარი. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები - დონალდი, გუფი და პლუტო. უკანასკნელ ორს უკვე ჰქონდა სოლო-დებიუტი, თუმცა დონალდი, რომელიც პირველად მიკისთან ერთად გამოჩნდა 1934 წლის ფილმში ობლების დასახმარებლად (და არა ბენდის კონცერტი, როგორც ამას ბევრი წყარო ამტკიცებს), იქცა დისნეის პოპულარობით მეორე ანიმაციურ პერსონაჟად.


       

1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე.  საზოგადოებამ დისნეის ამ ინიციატივას მხოლოდ დისნეის კაპრიზი უწოდა.უოლტს სთხოვდნენ პროექტის შეჩერებას, მაგრამ იგი კვლავ ჯიუტად ფიქრობდა მომავალ ფილმზე.  უოლტმა მანამდე არნახული ნაბიჯიც გადადგა - შუინარის სამხატვრო უნივერსიტეტის პროფესორი, დონ გრეჰემი იქირავა, რათა მას სტუდიაში ტრენინგები ჩაეტარებინა. ”სულელური სიმფონიებისახალი სერიები მან გამოიყენა რეალისტური ანიმაციის, სპეციალური ეფექტების და მრავალხედიანი კამერის ექსპერიმენტებისათვის. ეს ტრენინგები  სტუდიის ნამუშევრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. ვოლტ დისნეიმ იცოდა რა აკლდა მის ნამუშევრებს.
 ფიფქიაიყო პირველი სრულმეტრაჟიანი და ფერადი ანიმაციური ფილმი. ფიფქია და შვიდი ჯუჯა მზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. ამ დროისათვის სტუდიის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო გახდა. ფილმის დაფინანსება მოხერხდა მხოლოდ მის შემდეგ, რაც უოლტმა მისი დაუსრულებელი ვერსია ამერიკის ბანკს უჩვენა. მან თავისი შთაბეჭდილება მოახდინა და ფილმის დასრულებისათვის აუცილებელი თანხები მიღებული იქნა.   პრემიერა შედგა კართეის მრგალ თეატრში, 1937 წლის 21 დეკემბერს. ფილმის დასასრულს მაყურებელმა დისნეის ახალი ქმნილება ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. ფიფქია და შვიდი ჯუჯა იქცა 1938 წლის ყველაზე წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფილმად და კინოთეატრებში ჩვენებით 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა დისნეის სტუდიას. მან აგრეთვე მიიღო ოსკარი, . შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბენკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. ფიფქია და შვიდი ჯუჯა არა მხოლოდ დისნეის წარმატების პიკი იყო, არამედ მისი სტუდიის შექმნილი ანიმაციური ფიმლმების ოქროს ხანის დასაწყისიც.
     შემდეგი ფილმები იყო პინოქიო, ფანტაზია და ბემბი. პარალელურად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებიც იქმნებოდა - მიკი მაუსი, დონალდ დაკი, გუფი და პლუტო. პინოქიო და ფანტაზია გამოვიდა 1940 წელს,  მაგრამ ორივე კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა
 შემდეგ იყო "დამბო " რომელზე მუშაობის დროსაც მოხდა დიდი გაფიცვა დისნეის სტუდიაში. დამბოს (1941) გამოსვლის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება.აშშ თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დისნეის სტუდიამ გადაიღო სასწავლო და შემეცნებითი ხასიათის ფილმები საომარ მოქმედებებზე. კინოთეატრებისათვის გამოშვებული იქნა არასაომარი, ფილმები, როგორებიც იყო:  სალუდოს ამიგოს (1942), სამი კაბალერო (1945),  მხიარული და ფანტასტიკური ხე (1947), და იქაბოდისა და მისტერ ბაყაყის თავგადასავალი (1949).

 1940-იანი წლების მიწურულს სტუდია უკვე ამოძვრა ფინანსური პრობლემებიდან და ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმებიც გადაიღო - ალისა საოცრებათა ქვეყანაში და პიტერ პენი. ორივე უკვე დაგეგმილი პროექტი იყო, მაგრამ ომის პერიოდში მათზე მუშაობა შეჩერებული იყო.
    შემდეგი ფილმი იყო კონკია, რომელიც, დისნეის გასაკვირად, მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა, ”ფიფქიასშემდეგ.

1949 წელს  დისნეიმ შეიძლება ითქვას პირველი დისნეილენდი საკუთარ ეზოში მოაწყოუოლტმა დაიწყო  თავისი უკანა ეზოსთვის მინიატურული რკინიგზის მშენებლობა. მინიატურულ ლოკომოტივს ეწოდა ლილი ბელი, უოლტის მეუღლის პატივსაცემად.
   უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. საქმეში ისევ სურდათ ამერიკის ბანკის ჩართვა და დისნეიმ, ჰერბერტ რაიმანის დახმარებით შექმნა პარკის ზედხედი.
 ჰერბერტს მან ასე მიმართა: ჰერბი, მე უბრალოდ მსურს რომ ეს პარკი ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვა არაფერი გამოიყურება ამ მსოფლიოში. და მას უნდა უვლიდეს ირგვლივ მატარებელი”. 


      დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს და წარმატებამაც არ დააყოვნა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ჯადოსნური პარკის სანახავად, რომელშიც ცოცხლდებოდნენ მისი პერსონაჟები და სხვადასხვა ფილმები.
1955 წლის შემდეგ ტელეშოუს, რომელიც ეძღვნებოდა დისნეილენდს, ეწოდა უოლტ დისნეი წარმოგიდგენთ.პარალელურად სხვა პროცესებიც მიმდინარეობდა.1955 წელს ეთერში გავიდა ყოველდღიური შოუ მიკი მაუსის კლუბი, რომელიც 1990-იან წლების ჩათვლით გადიოდა. დისნეის  სტუდიას კვლავ ეწვია წარმატება, ანიმაციური ფილმების ლედი და მაწანწალა (1955),
ას ერთი დალმატინელი (1961),მძინარე მზეთუნახავი (1959) და ხმალი ქვაში (1963) დახმარებით.
                დისნეის გასართობი იმპერია 
1960-იანი წლების დასაწყისში დისნეის იმპერიას დიდი
წარმატება ხვდა წილად  უოლტ დისნეის კომპანია იქცა ერთპიროვნულ ლიდერად გასართობ ინდუსტრიაში. ამჟამად, უოლტ დისნეის ანიმაციური/კინო სტუდიები და პარკები იქცნენ რამდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ტელე, კინო სტუდიებად, გასართობ ცენტრებად და მედია-კორპორაციებად. უოლტ დისნეის კომპანია დღეს ფლობს ხუთ დასასვენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 2 წყლის პარკს, 39 სასტუმროს, 8 კინოსტუდიას, 6 ხმისჩამწერ ლეიბლს, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდ სატელევიზიო ქსელს. 2007 წლისათვის მას აქვს რეგულარული შემოსავალი, წლიური 35 მილიარდი აშშ დოლარის სახით.
 
ტრადიციული ნახატი ანიმაცია, რომლითაც დაიწყო კომპანიის მოღვაწეობა, ამჟამად არ არის პრიორიტეტული. ფინანსურად წარუმატებელი ფილმების შემდეგ, 2000-იან წლებში, კორპორაციის ორი სტუდია, საფრანგეთსა ფლორიდაში დახურული იქნა, ხოლო მთავარი სტუდია, რომელიც განლაგებულია ბერბენკში - იქცა კომპიუტერულ გრაფიკაზე ორიენტირებულ დაწესებულებად. 2004 წელს ცნობილი გახდა, რომ გამოვა კიდევ ერთი ნახატი სრულმეტრაჟიანი ფილმი ფერმა საძოვარზე. ცნობილი იყო აგრეთვე, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ნახატი ფილმი, მაგრამ მოგვიანებით ეს პოზიცია შეიცვალა და კომპანიამ განაცხადა, რომ 2009 წლის ფილმით პრინცესა და ბაყაყი იგი დაუბრუნდება კლასიკურ ანიმაციას.
           1966 წელს ვოტ დისნეი გარდაიცვალა. სიგარეტის რეგულარული მოწევის შედეგად მას ფილტვის კიბო გაუჩნდა. იგი დააწვინეს სტუდიასთან ახლოს განლაგებულ სამედიცინო ცენტრში.  ექიმებმა უთხრეს მას, რომ სულ ცხოვრების ექვსი თვე დარჩა. ქიმიოთერაპიის პროცედურების შემდეგ დისნეი და მისი მეუღლე ისვენებდნენ კალიფორნიაში, შემდეგ კი შინ დაბრუნდნენ.  1966 წლის 15 დეკემბერს, დილის 9:30-ზე ვოლტ დისნეი გარდაიცვალა. სიმღერების ავტორი რობერტ . შერმანი იხსენებს დისნეის უკანასკნელ დღეს სტუდიაში: იგი ამოვიდა ანიმაციური სტუდიის მესამე სართულზე. იგი გაესაუბრა ყველას, ვინც იმჟამად მუშაობდა ახალ ფილმზე, უბედნიერესი მილიონერი. მან უთხრა, რა მოსწონს და რა - არა, რა უნდა შეიცვალოს. როდესაც დაასრულა, მოგვიბრუნდა, გაგვიღიმა და გვითხრა - კარგად იმუშავეთ, ბიჭებო. და გავიდა სტუდიიდან. მაშინ უკანასკნელად ვნახეთ.
    მისი კრემაცია ჩატარდა იმავე წლის 17 დეკემბერს. მისი ფერფლი განისვენებს გლენდეილში განლაგებულ პარკში (კალიფორნია). როი დისნეიმ განაგრძო ფლორიდის პროექტზე მუშაობა, რომელსაც  ეწოდა Walt Disney World Resort.  პარკის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას დისნეის მეუღლე ლილიანც იღებდა
     უკანასკნელი ფილმები, რომლებზეც მუშაობდა დისნეი, იყო ჯუნგლების წიგნი და უბედნიერესი მილიონერი (1967).



          სამხატვრო ინსტიტუტი კალიფორნიაში
უკანასკნელ წლებში დისნეი ასევე უთმობდა დროს კალიფორნიის სამხატვრო ინსტიტუტის დაფინანსებას. იგი ჩამოყალიბდა 1961 წელს და მიზნად ისახავდა ანიმატორების ტრენინგს. დისნეის გარდაცვალების შემდეგ მისი ფინანსების 1/4 გადარიცხული იქნა ამ უნივერსიტეტის ანგარიშზე. ამით შესაძლებელი იქნა ინსტიტუტის ტერიტორიის გაფართოვება. თავის ანდერძში დისნეიმ აგრეთვე ითხოვა რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის შექმნაც.

No comments:

Post a Comment