მალე ახალი წელი მოვა და ყველა რაღცას ველოდებით :D ვიცით რომ არანაირი სანტა არ არსებებოს და საჩუქრებსაც ერთმანეთს ვჩუქნით, თოვლის ბაბუა ადამიანებმა მოიგონეს. მაგრამ სანტას ისტორიასაც , ისევე როგორც ყველა ლეგენდას რეალური ამბავი უდევს საფუძვლად.
სიტყვა
სანტა-სლაუსი (ინგლ. Santa Claus) ანუ წმინდა ნიკოლასი , წარმოიშვა წმ. ნიკოლოზის ჰოლანდიური
ტრანსკრიპციისაგან. წმინდა ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული
წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში. იგი იყო მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსი. ნიკოლოზს.
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიურ სამყაროში 6 დეკემბერია, ხოლო
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში - 19 დეკემბერი.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და
მოწყალებით გამოირჩოდა. ცნობილია ერთი
ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. რომელშიც მოთხრობილია თუ როგორ გაამზითვა
წმინდა ნიკოლოზმა ღატაკი კაცის
სამი ქალიშვილი. იმხანად წმიდა ნიკოლოზი
ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს,
რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, -
განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები უფალს დახმარებას შესთხოვდნენ. უფალმ მათ წმინდა ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მათ სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო
მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი
ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.
სწორედ
ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება
დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ
ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ - სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის
მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ,
რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს
და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა
ნიკოლაუსისა გერმანიაში - VI საუკუნიდან, რომში კი - VIII საუკუნიდან
დამკვიდრდა. ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან
იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში
წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი
მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია
გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა.თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით,
პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა
პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა - დღეს იგი უკვე
მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი
საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე.
მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად.
დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი,
შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა“ სრულიად სხვაგვარად იყო
შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ
მოორეს ლექსში „საშობაო პაპის სტუმრობა“.
თანამედროვე
ცნობიერებაში
სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა nikolozs
No comments:
Post a Comment